Thursday, December 20, 2012

ფრაგმენტი სინამდვილიდან...



"ლოთია" თუ "ნარკომანი"?...

იქნებ "გიჟია", შეშლილი ...

არ მიეკაროთ...

ფუ...

რამ გააუბედურა ასე ნეტავ...

ამ ადამიანების დანახვისას უცნაური გრძნობა მეუფლება- უსუსურობის... გაურკვევლობის...სიბრაზის ყველაზე და ყველაფერზე...

ჯერ კიდევ შარშან ...
არასდროს დამავიწყდება...
შემოდგომის ბოლო იქნებოდა ან ზამთრის დასაწყისი, ზუსტად არ მახსოვს...
უნივერსიტეტში ძალიან მეჩქარებოდა, მაგრამ  5 წუთი ერთ ადგილზე გავქვავდი...
სულ მთლად "გამოვშტერდიო"  ის დამემართა...
კოლმეურნეობის მოედნამდე სანამ მიხვალ, იქ ერთი  გაჩერებაა ტოტალიზატორის წინ...
სწორედ ამ ტოტალიზატორის გვერძე იჯდა ქალბატონი...
უამრავი ნივთითა და "შეხვეული" პარკებით, თავად ქალბატონს ძალიან ბევრი ტანსაცმელი ეცვა...
ჰქონდა ჰიგიენის სერიოზული პრობლემები...
იცინოდა...
ლაპარაკობდა ბევრს და გაურკვევლად...
ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს  საჯაროდ, პირდაპირ "კონსერვის" ყუთში იკმაყოფილებდა...
გამვლელების უმეტესობის სახეზე სიბრალულიც კი აღარ იყო ასახული,რაღაც ზიზღისმაგვარი...
მდუმარე ნაბიჯები, მდუმარე მოძრაობები, მდუმარება...


იყო დრო შენს დაბადებას სიხარულით ელოდნენ... დაიბადე და გაიხარეს...შენც ჩვეულებრივი ბავშვი იყავი დადიოდი სკოლაში, გიხაროდა ახალი წელი, საჩუქარი...იყავი მოზარდიც... ახალგაზრდაც... გიყვარდა  და უყვარდი...როდის და სად აღმოჩნდი ასეთ მდგომარეობაში ალბათ კითხვაც აღარ გიჩნდება...ესეც ცხოვრებაა, ესეც ადამიანის ცხოვრებაა... ცხოვრებას ადამიანები ვქმნით!



მარტო ხარ...                    
ავად ხარ...
გტკივა...
გცივა...
ვერ იაზრებ...
არ ითხოვ...
თუ ითხოვ აზრი? საშველი? გიშველის?
ნუთუ ეს მე ვარ...
ნუთუ ეს ის არის...
კიდევ  კარგი მე არ ვარ...
მე ასე არასდროს ვიქნები...







მეე? მე ვიფიქრებ რაიმე გავაკეთო...
მეე? მე ვიფიქრებ რაიმე გავუკეთო...
მეე? მე ამას გავაკეთებ...
შენ?
თქვენ?
ჩვენ?


                                                                    




იცინე იცინე.ჯი?





2 comments: