
ეს ისე...
რათქმაუნდა, სემესტრი ნაირნაირი პრობლემებით დაიწყო.
მარათონად ქცეული საგნების არჩევა, "სასურველი სასწავლო კურსი-მოსწრებაზე" და ბოლოს (ჯანდაბას პრინციპით) სასურველ თუ არასასურველ სასწავლო კურსზე გამოთავისუფლებული ადგილის საათობრივ/კვარტალური ლოდინი. წანწალი მეოთხედან-მეექვსეში, მეექვსედან-პირველში, პირველიდან-მეხუთეში (უნივერსიტეტის კორპუსებზეა საუბარი) , მერე ისევ წრეზე და ა.შ... ჩემთვის ეს პროცესი განსაკუთრებით მტანჯველი აღმოჩნდა და გაგიკვირდებათ, მაგრამ თითო-ოროლა კურცხალიც მივაყოლე, რასაც ჩემმა დაქალმა ვეღარ გაუძლო და ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ტუტორებს "ტკბილი" სიტყვა უთხრა :):):) ეხლა მეცინება თორემ მაშინ გენახეთ!
დამავიწყდა მეთქვა: ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ გადასახადის ჩარიცხვა ვერ მოვასწარი, ერთი დღე დამაგვიანდა და შესაბამისად მარათონშიც გვიან ჩავები, აი დაახლოებით იმ დროს, ნახევრზე მეტი ფინიშს იქით რომაა და საპრიზო ადგილებიც დანაწილებულია :D