Saturday, May 2, 2015

ყველა ყველაზე ძალადობს

სახელმწიფო-სახელმწიფოზე,
სახელმწიფო-ჯგუფზე,
სახელმწიფო-ინდივიდზე,                                                
ჯგუფი-ჯგუფზე,
ინდივიდი-ინდივიდზე,
ჯგუფი-ინდივიდზე,
ინდივიდი-ჯგუფზე,

უმრავლესობა-უმცირესობაზე,
უმცირესობა-უმრავლესობაზე,

მასმედია-მედიასაშუალებაზე,
მედიასაშუალება-მასმედიაზე,
მასმედია-ჯგუფზე,
მედიასაშუალება-ჯგუფზე,
მასმედია-ინდივიდზე,
მედიასაშუალება-ინდივიდზე,

ოჯახი-ოჯახზე,
ოჯახი-მამაზე,
ოჯახი-დედაზე,
ოჯახი-შვილზე,
მამა-დედაზე,
დედა-მამაზე,
დედა-შვილზე,
მამა-შვილზე,
შვილი-დედაზე,
შვილი-მამაზე,

სამსახური-სამსახურზე,
სამსახური-უფროსზე,
სამსახური-ხელქვეითზე,
უფროსი-ხელქვეითზე,

რელიგია-რელიგიაზე,
რელიგია-მორწმუნეზე,
მორწმუნე-რელიგიაზე,            
                                                                   
იდეოლოგია-იდეოლოგიაზე,
იდეოლოგია-იდეოლოგზე,          
იდეოლოგი-იდეოლოგიაზე,    
                                                                                       
პოლიტიკა-პოლიტიკაზე
პოლიტიკოსი-პოლიტიკოსზე,
პოლიტიკა-პოლიტიკოსზე,
პოლიტიკოსი-პოლიტიკაზე,

ადამიანი-ცხოველზე,
ცხოველი-ადამიანზე,
ცხოველი-ცხოველზე,
ადამიანი-ადამიანზე,

სისტემა-შემადგენელ ელემენტზე,
შემადგენელი ელემენტი-სისტემაზე,

და ამდენი ძალადობისგან
შენ-საკუთარ თავზე!

Wednesday, September 24, 2014

რა გვადარდებს და რა უნდა გვადარდებდეს


"როცა მისი შინაგანი მე უძრავ, უფოთლო ხესავით დგას და ზემოდან დასცქერის  ყოველდღიურობის გაბერწებულ, ცოტა არ იყოს სასაცილო  სადარდებელსაც"

                                                          უილიამ ფოლკნერი - "დროშები მტვერში"

Monday, February 24, 2014

პოლიტიკა, როგორც მომავლის კაპიტალი

                                                                          "ყველა ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება"
                                              მუხლი 15. "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია"
''რაც ჩვენ არ გვკლავს გვაძლიერებს'' XIX საუკუნეში, ყველა დროის უდიდესმა გერმანელმა მოაზროვნემ ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშემ  თითოეული ჩვენგანი ამ ერთი მარტივი,მაგრამ გენიალური ფრაზით გაგვამხნევა. ამ აზრის ინტერპრეტირება ბევრი ფორმით შეიძლება, იმდენნაირად რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე და თუნდაც, რამდენსაც უცხოვრია, მაგრამ საბოლოო ჯამში მოწოდების ადრესატი ნებისმიერი ჩვენგანი და მათგანი ვართ. გაჭირვების, ცხოვრებისეული სირთულის თუ უბრალოდ ყოფიერებაში გამაღიზინებლად შემოჭრილ რიგით პრობლემებზე ფიქრისას ნაკლებად გვახსენდება ნიცშე თავისი ფრაზებით, საზოგადოება თავისი მკაცრი მორალურ-სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებით თუ ნებისმიერი ადამიანური შემეცნებისა თუ მოღვაწეობის "პროდუქტი",მაგრამ თავის მხრივ განცდა იმისა, რომ ვიღაც მანამდე შენს მსგავს მდგომარეობაში ყოფილა, რაღაც დასჭირვებია თუ გასჭირვებია და ეს ეტაპი გაუვლია, მაინც "მიწაზე მყარად დგომის შეგრძნებას" და ოპტიმიზმის საფუძველს გაძლევს. რა იქნება ადამიანისთვის სწორი ორიენტირის მიმცემი და "გამამხნევებელი" მაინც ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ  შეიძლება უნივერსალური და ზოგადი დახმარების სისტემების ფორმირება,რაც ინდივიდების წარმომადგენლის-სახელმწიფოსათვის შესაძლებელია.
წარმოვიდგინოთ ისეთი საზოგადოების ტიპი,რომელიც მუდმივად "მოთუხთუხე ქვაბს" ჰგავს, არის გარდაქმნის,  საბოლოო პროდუქტის მომზადების გზაზე და მასში შემავალი ინგრედიენტები ნელ-ნელა იცვლებიან,რათა საბოლოოდ  თავანთი ფორმა მიიღონ, მაგრამ ამასთანავე იყვნენ ერთიანი გემოს ნაწილნი.  მოთუხთუხე ქვაბად თავად ქვეყანა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ,ხოლო ინგრედიენტებად სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, რომელთა მდგომარეობა და ფორმაცვალება საბოლოოდ ქვეყნის სახეს ქმნის!სწორედ ასეთი მოდელია საქართველოც, რომელმაც XXI საუკუნის თანამედროვე საზოგადოებების ფონზე, ისე წარმოაჩინა სახე, როგორც განსაკუთრებული სოციალური ძვრებისა და  გარდაქმნების საჭიროების ქვეყანამ და რომელშიც სოციალური ჯგუფებისა და მასში შემავალი ინდივიდების უფლებები და მოვალეობები უფრო ფართო დეკლარირებას და ინტერაქციის განსაკუთრებულ ფორმებს საჭიროებს.
 სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია არასრულწლოვანი პატიმრების ჯგუფი, რომლის პრობლემებიც, მგრძნობელობისა თუ საზოგადოებრივი ინტერესის მეტად სპეციფიური და ნაკლებად ინტენსიური ხასიათისაა. არსებობს მთელი რიგი შეკითხვები,რომლებზეც მწირად ინფორმირებული პასუხების მთელი კატეგორიები არსებობს და ძირითადად, ეფუძნება იმ სტიგმასა და სტერეოტიპებს, რომლებიც საზოგადოებაში, ზოგადად მარგინალური ჯგუფებისადმი ფობიური და აგრესიული დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. სწორედ იმიტომ, რომ სამართლებრივი დანაშაული  ასე მკაცრად "იდენტიფიცირებული" და "მიღებულია" ჩვენთან, გვაფიქრებინებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ბევრად უფრო სპეციფიურ ინტერესს იმსახურებს, ვინემ ზოგადად მართლმსაჯულება და ამ სფეროში არსებული ზოგადი მიმართულებები. იმ მიზეზის დამატებით,რომ საქმე ეხება არასრულწლოვნებს, ბავშვებს რომელთა ზრდისა და განვითარების პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაუყოვნებლივ საჭირობს გარემო მხარდაჭერას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში, ნიცშე, დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების განვითარების ცენტრი,პრობაციის ეროვნული სააგენტო,ტოლერანტობა,ადამიანის უფლებათა საყოვლთაო დეკლარაცია,მართლმსაჯულება,ტოლერანტობა,მოზარდი, juvenile justice in georgia,nietzsche,center for crime prevention and innovate programs,national probation agency,tolerance,the universal declaration of human rights,justice,juvenile
საბედნიეროდ, დღეისათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკა და რეფორმის სტრატეგია ქვეყანაში არსებობს.  უახლესი ისტორიის მანძილზე,ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან, რომელმაც ქვეყნის სოციალურ კაპიტალს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, გადავედით შედარებით ლიბერალური სამართლებრივი სისტემის რეალობაში, სადაც არასრულწლოვანი მსჯავდებულები, გათვალისწინებულ იქნენ როგორც სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გამორჩეული სუბიექტები. სახელმწიფო დონეზე  შეიქმნა ორი უმნიშვნელოვანესი უწყება "პრობაციის ეროვნული სააგენტო" და "დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების განვითარების ცენტრი" თავისი მრავალფეროვანი სახელმწიფო სოციალური მომსახურებების სპექტრით. პირველი მათგანი, 2010 წლიდან მედიასთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დღემდე მუშაობს  "განრიდებისა და მედიაციის" პროგრამაზე, რომლის უმთავრესი მიზანია: არასრულწლოვანი საზოგადოებას დაუბრუნდეს,როგორც სრულყოფილი მოქალაქე (ძირითადი სამუშაო მიმართულება კი მისი რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარეობს, დანაშაულის სანაცვლოდ- საზოგადოებისა და დაზარალებულისთვის სასარგებლო საქმის კეთება). ხოლო "დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების განვითარების ცენტრი", როგორც სრულწლოვან ისე არასრულწლოვან მსჯავდებულებს სთავაზობს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურებას, ტენინგ კურსებს,რეაბილიტაციის,ხელობისა და პროფესიის დაუფლების ხელშეწყობას და სხვა სერვისებს. თუმცა  ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა, რა საფუძველი აერთიანებთ ამ პროგრამებს, რა მიზანს ემსახურებიან,რამდენად მიაღწიეს ამ დრომდე იმ შედეგებს რისი მოლოდინიც არსებობდა...ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში, ეფექტურობაზე  მსჯელობის საფუძველს იძლევა და შემდგომი პროგრესის დასაბამია. საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა, როგორც არასრულწლოვანის ისე საზოგადოების ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა, საზოგადოების კეთილდღეობა,   პროგრესისა და განვითარების ხელშეწყობა არცისე ცოტა მიზეზია იმისათვის,რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის სიჯანსაღისა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის, მხარი დავუჭიროთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოში.სხვა თუ არაფერი, თავად ეს ადამიანებიც დაიჯერებენ, რომ "რაც არ კლავთ აძლიერებთ".ჩვენი პოზიტიური დამოკიდებულება კი  მოტივაცია იქნება მათთვის, იცოდნენ კანონები,მაგრამ ხელახლა აღარასოდეს გახდნენ მათი განსჯისა თუ დასჯის ობიექტნი.

ბლოგპოსტი მომზდებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა".

Thursday, October 24, 2013

"უგსაშპოლშინ" და არჩევნები 2013

                                                                                                             
        "უმწეობა ჩვენი არსობისა,
          უმწეობა უპირველეს ყოვლისა,
          უმწეობა მოგვცეს ჩვენ დღეს!"

ზოგადად, თუკი რამეს დავუინტერესებივარ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სოციალური პოლიტიკის საკითხები იყო. მითუმეტეს, ჩემი მომავალი პროფესია(სოციალური მუშაობა) პირდაპირ ებმის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს, მაგრამ ამ კვლევა-ჩხრეკა-ძიებაში გაუმართავი კანონმდებლობის, "ინფორმაციისგან დაცლილი ვებ-გვერდების", სწრაფადცვლადი მინისტრების, ფიქტიურ პრიორიტეტებად აღიარებული სოციალური საკითხების, უაზრო ბიუროკრატიითა და "ურესურსობით", "უსერვისობით" გატანჯული ხალხის მეტი არა მინახავს რა.
მე, რომ სოციალური სფეროს პრობლემებზე გავაგრძელო ლაპარაკი, ამჟამად ეს არამომგებიანია :) უფრო მომგებიანი ქართულ პოლიტიკაზე "მსჯელობაა"( მსაჯულნიც  უხვად გვყავს ქვეყანაში, თითქმის 3 მილიონი- ბავშვების გარდა, თუმცა ფაქტებით დასტურდება, რომ მათ სივრცეშიც შეაღწია "ბიძინა-მიშას ვირუსმა"), რომელმაც ხალხი დაივიწყა და დემოკრატიის აკვნის ნაცვლად, გაურკვეველი აკვანი დაარწია.
 ასეა თუ ისე, 3 დღეში "ჩვენი" პრეზიდენტის არჩევნებია.
 ყველას თვალები საარჩევნო უბნებზეა მიმართული და ყველა შედეგებს ელის.
 რა უნდა ვთქვა ახალი, ისიც წინასწარ სამი დღით ადრე? რათქმაუნდა, ვერაფერი. უბრალოდ თავს უფლებას ვაძლევ ჩემი შინაგანი მოუსვენრობის ამბები, აქ ჩემს სუბიექტურ სივრცეში, გულწრფელად გაგიზიაროთ.

Wednesday, October 23, 2013

პრობლემასთან ბრძოლა, ადამიანთან ბრძოლის ნაცვლად!


XXI საუკუნეა, ინდივიდებისა და ინდივიდუალიზმის საუკუნე.
 წესით კაცობრიობამ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, სირთულეებთან  საბრძოლველად უნდა გამოიყენოის, მაგრამ ამის  სანაცვლოდ ჩვენ ერთმანეთთან - ადამიანებთან,  ბრძოლა დავიწყეთ.            
ოსკარ უაილდი: იყავი ის ვინც ხარ!
"პიროვნებები მოვნათლეთ სირთულედ."
ადამიანთა სოციალური როლებისა და ცხოვრებისადმი შეხედულებებიდან ბევრი მოძველდა, მათ შორის ის უპირველესად, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია ან მხოლოდ ქალი, ან მხოლოდ მონარქი ან მხოლოდ პრეზიდენტი, ან მხოლოდ დიასახლისი ან მხოლოდ "საქმიანი ქალი", ან მხოლოდ "ნარკომანი" ან მხოლოდ "შიდსით ინფიცირებული" და ა.შ დაუსრულებლად, თუმცა სოციუმის გამრავალფეროვნების კვალდაკვალ, წინ წამოვიდა ისეთი სოციალური პრობლემები , სადაც  უნივერსალურ ღირებულებებს ფეხის მოკიდება უჭირს, ხოლო პიროვნებათშორის ურთიერთობებში  სტიგმამ და სტერეოტიპებმა არაჯანსაღი ფონი შექმნეს.  ადამიანს თავისი პიროვნული ბუნების, სოციალური კაპიტალისა თუ მენტალური შესაძლებლობებისდა მიუხედავად,  ან მხოლოდ ცოლის, ან მხოლოდ პრეზიდენტის, ან მხოლოდ "შიდსით ინფიცირებულის", ან მხოლოდ "ნარკომანის" იარლიყი მიეკერება, ან პირიქით...
 ცადეთ ადამიანისთვის ფიზიკური ფორმის შეცვლა, ან მისი ქცევის ფორმირება  და ადვილად გამოგივათ. მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ფიზიკური ფორმის, ქცევისა და გამოხატული განწყობების,  მენტალურ დონეზე ცვლილებაა, რაც აუცილებლად იძლევა გრძელვადიან, პოზიტიურ შედეგებს.
სტიგმა და სტერეოტოპები ვახსენეთ და  იმის აღნიშვნა დაგვავაიწყდა, რომ სწორედ ეს მანკიერი პრაქტიკაა თანამედროვე მსოფლიოს, როგორც პიროვნებათა ისე  ჯგუფების  გამოწვევა და მათ იმდენად მრავალფეროვანი ხასიათი მიიღეს, რომ გზის გაკვალვა, სწორი დამოკიდებულებებისა და შეხედულებების ფორმირება  ყველაზე რთულ საქმედ იქცა.  ხშირია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა და  კანონმდებლობაც კი  ვერ გამოდის საზოგადოებრივი სტიგმისა და სტერეოტიპების ტყვეობიდან და ამათუიმ სოციალური ჯგუფებისადმი გატარებულ რეპრესიულ პოლიტიკას "უმრავლესობის ინტერესებით","უალტერნატივო გადაწყვეტილების" ან "სახელმწიფო ინტერესებით"  ამართლებს.  რეალურად  ეს მიზეზები ნიღაბია, ან ნიღბები, რომლის უკანაც სუსტად განვითარებული სტრუქტურა, არაპროფესიონალიზმი ან უბრალოდ, პოლიტიკური ნების არქონა იმალება.
ალბათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი მიზეზია, იმ  კონკრეტული პრობლემების  ხელშემწყობი რაც წამალდამოკიდებულ ადამიანებს აწუხებთ დღეს საქართველოში.

Friday, September 27, 2013

"გრძელი ნათელი დღეები" გრძელი შავ-ბნელი დღეების სახსოვრად

იარაღით აღარავინ დაგვდევს, აღარც პურის რიგში ვდგავართ და აღარც "სრულ განუკითხაობასა" და "საზოგადოების უგრძნობელობასთან" გვაქვს საქმე (ეს უკანასკნელი საკამათო თემაა, მაგრამ იმ დოზით, რა დოზითაც ეს 80-იანების ბოლოსა და 90 იანებში ხდებოდა საბედნიეროდ, აღარ ხდება), მაგრამ ბევრი პრობლემა, რომელიც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის "გრძელ ნათელ დღეებში" ვნახეთ, ნაკლებად გააზრებული, არამკვდარი და დღესაც აქტუალურია.
 ფილმი წარსულის "რეაბილიტირებაა" ხელოვნებაში (არვიცი ასეთი სიტყვათშეთანხმება თუ არსებობს მაგრამ მაინც) , მცდელობაა "საშინელი დროის" საშინელების სრული სიცხადით წარმოჩენისა. მცდელობა, რომელიც ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. "გრძელი ნათელი დღეები" იარებს ხსნის, გაცოდებს, გაფიქრებს, გაჯერებს, ცხადია, მაგრამ მაინც მოითხოვს ინტერპრეტაციას, "გადახარშვას".



ფოლკნერი ამბობდა, რომ ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ის რომ მან არ იცის როგორია მისი ნამდვილი მდგომარეობა.
ადამიანობისთვის აუტანელი ყოფიერებისგან, ტანჯვისგან, მკვლელობებისგან, ძალადობისგან, სიდუხჭირისგან, პოლიტიკური წყობისგან  "გახევებული ქართველობა" და მათ შორის 14 წლის მოზარდი ეკა, და ცხოვრების მსხვერპლად ქცეული ნათია, 20 იოდე წლის წინანდელი საქართველოდან,  სწორედ რომ "კრებითი ტრაგედიაა".

 გრძელი ნათელი დღეები, მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ჩანაფიქრი, ტანჯვა, ძალადობა, 1990იანები საქართველოში, მეგობრობა, in bloom, film, documentary film, violence, 1990s in georgia, friendship

ზეიმი შეგუებისა, თავისუფლების აღქმისა, განსხვავებულობისა, სიმტკიცისა, მეგობრობისა, ერთგულებისა, სიყვარულისა და "სიმართლესთან შეხვედრისა".. ეკა ფიქრობს და ის ნამდვილად არ იქნება ტიპიური "მოზარდის (ქალთა) სახე", ის უბრალოდ იქნება ეკა, რომელსაც ფიქრი, განცდა, გრძნობა და აზროვნება შეუძლია. ნათია კი უბრალოდ მორიგი მსხვერპლია, მდგომარეობათა და წინაპირობათა მსხვერპლი.
ფილმი კარგი ისტორიის გაკვეთილიცაა და უბრალოდ მხატვრული კინო შედევრიც, მხატვრული ნაწარმი დოკუმენტური ჩანაფიქრით,რომლის არნახვა ნამდვილად უნდა ისჯებოდეს კარცერი ლუქსით :)

 გრძელი ნათელი დღეები, მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ჩანაფიქრი, ტანჯვა, ძალადობა, 1990იანები საქართველოში, მეგობრობა, in bloom, film, documentary film, violence, 1990s in georgia, friendship



Thursday, August 1, 2013

ძალა სახელად "ევროკავშირი"

გიორგი მშვენიერაძე
12 ივლისს, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტში“ გიორგი თაბაგარის მიერ გამართული ლექცია „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას: დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“ ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საათნახევარი სწორედ ამ „28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებაზე ვსაუბრობდით, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის“, უმრავლესობა მაინც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ჩვენ შორის ახლად წარმოქმნილ „ სამეზობლო პოლიტიკის“ საკითხებსა და „ევროკავშირის“, როგორც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის „უმთავრესი დარაჯის“ როლზე ვფიქრობდით. ალბათ, ჩვეული ოპტიმიზმი, რომ ჩვენ გავწევრიანდებით ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და თავის მხრივ სწორედ ეს სტრუქტურები (მათ შორის ევროკავშირიც) დაგვეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში – დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნი, დიადი ამოცანა და „დიდ ძალისხმევა გასაწევი“ სამუშაოა.
ლექტორის თქმისა არიყოს, „ევროკავშირი“, როგორც სტრუქტურა და ზოგადად გაერთიანება არცისე მარტივად აღსაქმელია. მეტიც, საკმაოდ რთულია გაერკვე ამ კავშირის საკანონმდებლო პროცედურებში, ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში, პოლიტიკასა და უფლებამოსილებებში, რომლებიც მან 1951 წლიდან (ევროკავშირის დაარსების წელი) მოყოლებული შექმნა, განავითარა და იმდენად სრულყო, რომ ყოველივე ამის წყალობით სამართლიანად დაიმკვიდრა მძლავრი, ავტორიტეტული, სუპერნაციონალური და სამთავრობოთაშორისი გაერთიანების სახელი. ლექცისას გამოიყო სფეროები, რომლებშიც „ევროკავშირი“ განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევს, ესენია: საგარეო ვაჭრობა- რომელიც უკვე მისი ექსკლუზიური კომპეტენციაა, განვითარების პროგრამები, გაფართოება, სამეზობლო პოლიტიკა, ჰუმანიტარული დახმარება . ასევე ხაზი გაესვა გამოწვევებსაც, რომლებიც დღეს გაერთიანების წინაშე დგას: მზარდი ეკონომიკები, არაბული გაზაფხული, ეკონომიკური კრიზისი და განსხვავებები წევრი ქვეყნების მიდგომებში.