Thursday, October 24, 2013

"უგსაშპოლშინ" და არჩევნები 2013

                                                                                                             
        "უმწეობა ჩვენი არსობისა,
          უმწეობა უპირველეს ყოვლისა,
          უმწეობა მოგვცეს ჩვენ დღეს!"

ზოგადად, თუკი რამეს დავუინტერესებივარ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სოციალური პოლიტიკის საკითხები იყო. მითუმეტეს, ჩემი მომავალი პროფესია(სოციალური მუშაობა) პირდაპირ ებმის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს, მაგრამ ამ კვლევა-ჩხრეკა-ძიებაში გაუმართავი კანონმდებლობის, "ინფორმაციისგან დაცლილი ვებ-გვერდების", სწრაფადცვლადი მინისტრების, ფიქტიურ პრიორიტეტებად აღიარებული სოციალური საკითხების, უაზრო ბიუროკრატიითა და "ურესურსობით", "უსერვისობით" გატანჯული ხალხის მეტი არა მინახავს რა.
მე, რომ სოციალური სფეროს პრობლემებზე გავაგრძელო ლაპარაკი, ამჟამად ეს არამომგებიანია :) უფრო მომგებიანი ქართულ პოლიტიკაზე "მსჯელობაა"( მსაჯულნიც  უხვად გვყავს ქვეყანაში, თითქმის 3 მილიონი- ბავშვების გარდა, თუმცა ფაქტებით დასტურდება, რომ მათ სივრცეშიც შეაღწია "ბიძინა-მიშას ვირუსმა"), რომელმაც ხალხი დაივიწყა და დემოკრატიის აკვნის ნაცვლად, გაურკვეველი აკვანი დაარწია.
 ასეა თუ ისე, 3 დღეში "ჩვენი" პრეზიდენტის არჩევნებია.
 ყველას თვალები საარჩევნო უბნებზეა მიმართული და ყველა შედეგებს ელის.
 რა უნდა ვთქვა ახალი, ისიც წინასწარ სამი დღით ადრე? რათქმაუნდა, ვერაფერი. უბრალოდ თავს უფლებას ვაძლევ ჩემი შინაგანი მოუსვენრობის ამბები, აქ ჩემს სუბიექტურ სივრცეში, გულწრფელად გაგიზიაროთ.

 ვწუხვარ, რომ
 მე არჩევანი არ მაქვს! 
 ვწუხვარ, რომ
 ისევე არ მაქვს, როგორც არ მქონია არცერთ წელს!
ტელევიზორს საერთოდ ვეღარ ვუყურებ, იმიტომ რომ არცერთი პოლიტიკოსის ხმის გაგონება აღარ მინდა, უბრალოდ მგონია, რომ მხოლოდ სიცრუე მოდის,მოდის და მოდის!
 საარჩევნო პლაკატებს, მაისურებში გამოწყობილ მხარდამჭერებს, სახლის კარზე მომდგარ აგიტატორებს, გაურკვეველი წარმოშობის კვლევით ორგანიზაციებს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ზედმეტად დახარჯულ თაბახის ფურცელსაც კი ისე ვუყურებ, როგორც ფუჭად გადაყრილ რესურსს. ფუჭად გადაყრილ რესურსს ისეთ ქვეყანაში,სადაც რესურსები არ არის. ვფიქრობ, რომ აღნიშნული თაბახის 4 ფურცლით რვაშვილიან, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის ერთ-ერთ პატარას ერთ რვეულს მაინც ვუყიდიდით, კვლევითი ორგანიზაციის რესურსს, ქართული შეუსწავლელი, "უპრობლემო" სოციუმის პრობლემების შესწავლისთვის მოვიხმარდით, აგიტატორებს საზოგადოებისთვის საკეთილდღეო აგიტაციებისთვის გამოვიყენებდით, მაისურების "გროვას" საჭირო ტანსაცმელში გადავცვლიდით და საარჩევნო პლაკატებისა და ბროშურების ნაცვლად, უამრავ წიგნს დავბეჭდავდით, რომელსაც თვალის გადავლების შემდეგ პირველივე ნაგვის ურნაში კი არა, ძვირფას ადგილს მივუჩენდით (წაკითხვისა და რამოდენიმეჯერ მიბრუნების პერსპექტივით). გაგეცინათ? ალბათ არა, უბრალოდ გაიღიმებდით :)
ისე არ გამომივიდეს პროცესს ვეწინააღმდეგებოდე, პირიქით, საარჩევნო სისტემა
 საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2013, ლეგიტიმაცია, არჩევანი არჩევანის გარეშე, რესურსების სიმწირე,პოლიტიკა,2013 eleqtion, prezidential eleqtion, no choice,without resourses,politic,
მართლაც უდიდესი მონაპოვარია (ვერც ვფიქრობ, სხვა უკეთესი ხერხი რა შეიძლება იყოს ხელისუფლების ლეგიტიმაციისა), მაგრამ ყოველი "ხმის მიცემის" მოახლოებისას, მე უკანდიდატო ამომრჩეველი ვარ, აპოლიტიკური მაგრამ სოციალური ინტერესით "ვინ იქნება შემდეგი გიჟი ? (ყველანაირი პოლიტკორექტულობის დაცვის გარეშე)"


 P.S ვაარსებ პოლიტიკურ პარტიას "უგსაშპოლშინ" ანუ "უგზოობა საშინაო პოლიტიკასა შინა!" ველი მომხრეებს, ჯერ ერთი ვარ პარტიაში :)

No comments:

Post a Comment