Wednesday, October 3, 2012

საქართველოს , ადამიანობას ტკივა...


  ნეტავ იცოდეთ რამდენი ხანი ვუძებნე სათქმელს ფორმა...
  დაწერა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ეს ის შემთხევევაა როცა არავინ უნდა გაჩუმდეს. არავინ უნდა გაჩუმდეს რადგან შელახული და უგულვებელყოფილია  უზენაესი ღირებულება- ადამიანი,თავისი ღირსებით,ღირებულებითა და უნიკალობით,განურჩევლად კანის ფერისა, სქესისა,ეროვნებისა,ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა,პოლიტიკური მრწამსისა ან სხვა განმასხვავებელი ფიზიოლოგიური,საზოგადოებრივი სტატუსის თუ შინაგანი ადამიანური ბუნების  გამო,სწორედ იმითი რითიც ადამიანი ღირებული  და უნიკალური არსებაა.
   ნათლად თვალხილული დემონოკრატია და არა დემოკრატია,სისტემისგან ნაწამები ხალხი რომელიც განსაკუთრებულ  „პოზიტიურ“ზრუნვასა და მოპყრობას საჭიროებს,ჯერ დაბნეული,გაოგნებული,  ღირსებაშელახული და შემდგომ თვალახელილი საზოგადოების აღშფოთება და გულწრფელი პროტესტი,პოლარიზებულ-პოლიტიზირებულ-ნეგატიურ კონტექსტებზე მონადირე  მეოთხე ხელისუფლება,ერთ მხარეს ეკლესია  და აღშფოთებული საზოგადოება მეორე მხარეს ეკლესია და  ჩემი აზრით, პანიკაში მყოფი სისტემა,სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი  და ამ ჩანასახის წარმოქმნაში თავისუფალი,დამოუკიდებელი სტუდენტობის ლომის წვლილი...
    დღეს ბევრი აქტიური გაპასიურდა და პასიური გააქტიურდა,თუმცა მაინც აქტიურობის ზენიტია.
   უსასრულოდ ბევრი  წვრილი მხარე,ბევრი აზრი,ბევრი იდეა,ბევრი ლოკალური და რამდენიმე  საქართველოს მასშტაბით გლობალური კონფლიქტური პოზიცია,სხვადასხვა მოტივაცია,სხვადასხვა ბრძოლის გზები რაც მიზანს,საბოლოო შედეგის მიღწევას და კონკრეტულ ამოცანებსაც კი ართულებს...თუმცა ამ სირთულეების  ფონზე მთავარია ის, რომ საზოგადოებამ ხმა ამოიღო და ამოიღო ისე, რომ არ გაჩერდება სანამ მიზანს არ მიაღწევს. მიმაჩნია, რომ დღეს, ჩვენი ყველას სამოქალაქო ღირსება და თავისუფლება მართლაც ღირსეული და თავისუფალია.
საქართველოს, ადამიანობას ტკივა..., პატიმრების წამება,შელახული ღირსება,moral, pain, georgia, torture of prisoners in georgia, without dignity, მინდა თავს უფლება მივცე და საზოგადოების სახელით ვილაპარაკო...არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ ხელისუფლების სათავეში მონარქებო ან პრეზიდენტებო,საზოგადოების  ფართო მასების დასანახად  გაურკვეველ პოლიტიკურ მრწამსს ამოფარებულო ხელისუფალნო, არამგონია ღირსების და ადამიანობის,შინაგანი კულტურის ფეხქვეშ გათელა რომელიმე საზოგადოებამ შეგარჩინოთ.ქართული საზოგადოება ამას დღეს,თქვენ გიმოწმებთ, ამ დროისთვის და სამომავლოდ! 

 ვინ ხართ ხელისუფლების სათავეში მონარქებო ან პრეზიდენტებო,საზოგადოების 

No comments:

Post a Comment