Monday, November 26, 2012

"რიგი სოციალური დახმარებების ასავალ-დასავალი"


გთავაზობთ ანალიტიკურ ესეს, რომელიც პროექტ "შენი უფლებაა იცოდე"-ს ფარგლებში 
   “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI)  დახმარებით, 2012 წლის 31ოქტომბერს „საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“, გავუგზავნე წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა  არათუ სრულყოფილად, არამედ არც ნაწილობრივ გაცემული და არც სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარი არ მიმიღია.  კერძოდ  აღნიშნული სამინისტროსგან  მაინტერესებდა 2012 წლის დასაწყისიდან დღემდე გაცემული სოციალური დახმარებების (2006 წლისკანონით სოციალური დახმარებების შესახებ“ განსაზღვრული ფულადი სოციალური დახმარებების: საარსებო შემწეობა,საყოფაცხოვრებო სუფსიდია, რეინტეგრაციის შემწეობა,სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზრაურება ) დეტალური ხარჯთაღრიცხვა, თუ რა რაოდენობით გაიცა და რამდენ ადამიანზე (თითოეული მათგანი ცალ-ცალკე კვარტლების მიხედვით და საბოლოოდ დაჯამებული სახითაც).
        ჩემთვის, როგორც „ახალბედა საჯარო ინფორმაციის მომთხოვნელისათვის“ ამ სამინისტროსთან ურთიერთობა „უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნის“ მიღებით დაიწყო. ფაქტიურად „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ“ დაარღვია, საქართველოს მოქალაქის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელიც დამატებით რეგულირებული და განმარტებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
     აღნიშნული საკითხი (სოციალური დახმარებები), რომ  სრუალიად საქართველოს მოსახლეობისათვის მუდმივი ინტერესის საგანი და მისი დიდი ნაწილისთვის  სასიცოცხლო მნიშვნელობის, ხოლო  ხელისუფლებისთვის რთულად გადასაწყვეტია  ადასტურებს   2012 წლის  ბიუჯეტის „სახელმწიფო პრიორიტეტებსა და პროგრამებში“ „ხელმისაწვდომი,ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის“  ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღვრა. სოციალურად დაუცველ ფენებზე მზრუნველ პროფესიონალთათვის საინტერესოა „მაკრო დონის  ფინანსური გადანაწილება“, რადგან ბენეფიციართა მომსახურება უმეტეს შემთხვევებში პირდაპირაა დამოკიდებული ფულადი რესურსის ქონა-არქონაზე. ამ ინფორმაციის გაცემისას,  ხელისუფლების  საჯაროდ ანგარიშვალდებულებას  კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ სოციალური დახმარებები (რომელიც ზოგადად,  არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად და არ წარმოადგენს ასევე პერსონალურ მონაცემებს) მთლიანად საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება (2012წლის ბიუჯეტი. საბიუჯეტო სახსრები- 273,917.0 ათასი ლარი, გრანტები 0.0, კრედიტები 0.0),ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი კი  მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი, მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება.
   საინტერესოა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ ოფიციალური ვებ-გვერდის http://www.moh.gov.ge/, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს   http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=747, საქართველოს პარლამენტისა http://www.parliament.ge/  და“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“ http://www.mof.ge/ ვებ-გვერდების გადახედვა. წესით საჭირო  ინფორმაცია „ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ ვებ-გვერძე უნდა დებულიყო, მათ შორის 2012წლის სრული ბიუჯეტიც, რომელიც უმთავრესი ფინანსური დოკუმენტია, თუმცა აღნიშნული  არც იქ და გაგიკვირდებათ და  არც საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერძე არ აღმოჩნდა.(შენიშვნა: არასრული ბიუჯეტი „შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ ვებ-გვერძე იდო)
     http://www.mof.ge/- ს დახმარებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონიდან გაირკვა, რომ სახელმწიფოს მთლიანად სოციალურ დაცვაზე გამოყოფილი აქვს 1,536,502.2 ათასი ლარი, რომელშიც საბიუჯეტო სახსრები არის 1,475,373.3 ათასი ლარი,ხოლო დონორების დაფინანსება 61,126.9 ათასი ლარი.


Add caption

   სწორედ აქ განისაზღვრა  პირველად თანხა, საიდანაც შემდგომში  გამოიყო სოციალური დახმარებები. უკვე შემდგომ  სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებში, კონკრეტულადაა მითითებული სოციალურ დახმარებებზე გამოყოფილი თანხა 273,917.0 ათასი ლარი (აქ სავარაუდოდ შედის როგორც ფინანსური ისე არაფინანსური სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი თანხები, მაგალითად როგორც რეინტეგრაციის შემწეობა(ფულადი სახით) ისე კვების ვაუჩერისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც ბენეფიციარებს არაფულადი სახით მიეწოდებათ). ამასთანავე პროგრამის ბენეფიციარი მთლიანად არის 660.0 ათასი ადამიანი.


   ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მას შემდეგ რაც გადადის „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში“, სადაც განისაზღვრება დახმარების გაცემისა და დანიშვნის წესი,შემდგომ უკვე მის გაცემასა და დანიშვნაზე ზრუნავს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“. სოციალური სააგენტოს ვებ-გვერზე პირდაპირ არც „სოციალური გასაცემლების“ და არც „სოციალური პროგრამების“ ველებში ერთიანი სახით არაა თავმოყრილი ფულადი სოციალური დახმარებების მიმღებთა რაოდენობა და  გაცემული თანხები. 2012წლის მონაცემებს ვერ ნახავთ ვერც პუბლიკაციებში, სადაც ბოლო 2011წლისაა და ისიც მხოლოდ ბავშვების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ბლოკში გაფანტული სახით არის რეგიონების მიხედვით სხვადასხვა სოციალური დახმარებების მიმღებთა რაოდენობები და გადარიცხული თანხები, თუმცა იმდენად გაფანტული და არათანმიმდევრული სახით, რომ რთულია დადგინდეს როგორც დახმარებით მოსარგებლეთა რაოდენობა ისე დახმარებების ფულადი ოდენობები. „სოციალურ პროგრამების“ ქვეშ  „ფულად სოციალურ დახმარებად“ მხოლოდ  საარსებო შემწეობაა მოხსენიებული,  მაშინ როდესაც ფულად სოციალურ დახმარებად „კანონი სოციალური დახმარების შესახებ“ მოიაზრებს 5 სახის დახმარებას და  რომელთაგანაც საარსებო შემწეობა ერთ-ერთია.  დახმარებები ასევე თავისი არსით არის   „სახელმწიფო გასაცემლები“ და წესით ამ კატეგორიაში უნდა მოთავსდეს ყველა სოციალური დახმარებაც,მაგრამ სააგენტოს ვებ-გვერდზე ცალ-ცალკეა გამოყოფილი საყოფაცხოვრებო სუფსიდია, სახელმწიფო დახმარება, სახელმწიფო კომპენსაცია,სახელმწიფო პენსია,“ორსულობის,მშობიარობისა და ბავშვის მოვლის,აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება“,  რომელთა სამიზნე ჯგუფი სრულად არ ამოწურავს ფულად სოციალურ დახმარების მიმღებთა კატეგორიებს (იხილეთ ლინკზე თითოეული სახელმწიფო გასაცემელის ბენეფიციართა კატეგორიები    http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22 ).
    საერთოდ სოციუმის ბუნება რომ რთულია, პრობლემები მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ამას არავინ უარყოფს,ზოგადად დაუცველი ფენების დახმარება და საჭირო რესურსის მიწოდებაც რომ ურთულესია ესეც ზოგადი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო რასაც აკეთებს უნდა აკეთებდეს გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის გასაგებად.(მაგ: მაქსიმალურად მოწესრიგებული ვებ-გვერდი, სადაც თავმოყრილი და გასარკვევად ახსნილი იქნება ყველაფერი რაც ჩვენს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას ეხება ),ასევე საყოველთაო კრიტიკის ობიექტად უნდა იქცეს ისეთი სახელმწიფო დაწესებულება (ჩვენს შემთხვევაში აღნიშნული სამინისტრო), რომელიც არ გრძნობს თავს საჯაროდ ანგარიშვალდებულად და უხეშად არღვევს თავისი მოქალაქის უფლებას-იცოდეს!.
    P.S: მოთხოვნის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ, ვადის გასვლის და ესეს მომზადების შემდგომ, სამინისტროდან პასუხი მომივიდა  „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის ბ-ნი მამუკა მაჭავარიანისაგან. მიღებული საჯარო ინფორმაციას შევაფასებდი, როგორც არასრულს და „არათანმიმდევრულს“. როგორც ზემოთ აღვნიშნე მოთხოვნილი იყო ოთხი დახმარების შესახებ მონაცემები, თუმცა მეოთხე დახმარებაზე  („სრულწლოვანეზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება“) სამინისტროს/სააგენტოს არაფერი მოუწოდებია.
   ყველაზე მეტი მასალა მოწოდებული „რეინტეგრაციის შემწეობის“ შესახებ აღმოჩნდა. ისეთი რაც მოთხოვნაში ეწერა და რაც არა  ეწერა ისიც. 2 გვერდიანი მასალიდან ერთი გვერდი ეთმობა „რეინტეგრაციების შემთხვევების 2012 წლის სტატისტიკის“სახელით შემწეობის მიმღებთა რაოდენობებსა და  გაცემულ თანხებს  თვეების მიხედვით. მეორე გვერდზე , მოკლე ცხრილის სახით , ეს მონაცემები კვარტლების მიხედვითაცა თავმოყრილი ( რაც წინა გვერდისგან განსხვავებით ნამდვილად მოვითხოვე).  ეს ცხრილიც თავისმხრივ არ არის სრული, მიმღებთა სრული რაოდენობების ნაცვლად მოცემულია  „პროგრამაში ჩართული ბავშვების საშუალო რაოდენობა“. რაც შეეხება შეჯამებულ მონაცემს აქ თანხა ზუსტადაა, ხოლო მეორე მონაცემზე გამოთვლილია „პროგრამაში ჩართული ბავშვების საშუალო რაოდენობების საშუალო“  . საბოლოოდ მას შემდეგ რაც მარტივი არითმეტიკა გამოვიყენე და მონეცემები შევადარე  „რეინტეგრაციის შემწეობის შესახებ“ მიღებულმა ინფორმაციამ სრული სახე მიიღო. თვეების მიხედვით ბენეფიციართა რაოდენობები შევკრიბე( 3-3 თვე თითო კვარტლის შესაბამისად და გავყავი სამზე-საშუალო არიტმეტიკული) და შევადარე მეორე ცხრილში  კვარტლებად თავმოყრილ საშუალო რაოდენობებს. ეს მონაცემები დაემთხვა, ასევე დაემთხვა თანხებიც. ( 2012წელი.1-ლი კვარტალი: 93,220ლ; 1010 ბავშვი; მე-2 კვარტალი: 93,250ლ; 1007ბავშვი; მე-3 კვარტალი: 97,210ლ;  1053 ბავშვი; ოქტომბერი: 32,340ლ; 350ბავშვი)  სულ 2012 წლის იანვარ-ოქტომბერი: 316,020 ლარი; 3420 ბავშვი.
   „საარსებო შემწეობისა“ და „საყოფაცხოვრებო სუფსიდიის“  შესახებ  პირდაპირ  კვარტლების მიხედვით მოვიდა ინფორმაცია. გაირკვევითაა მოცემული რამდენი დაიხარჯა თითოეულ მათგანზე, თუმცა რამდენმა ბენეფიციარმა ისარგებლა ეს გაურკვეველია- სააგენტომ მხოლოდ „მიმღებ პირთა საშუალო რაოდენობა“ გამოგზავნა.  საბოლოო დაჯამებული სახითაც „მიმღებ პირთა საშუალო რაოდენობების საშუალო დაიანგარიშა“ და თუ „რეინტეგრაციის შემწეობის“  შემთხვევაში დამატებითი მონაცემის დახმარებით (სადაც თავმოყრილი იყო თანხები და მიმღებთა რაოდენობა თვეების მიხედვით) შესაძლებელი გახდა სრული ინფორმაციის მიღება ამ შემთხვევაში ეს საკითხი ბუნდოვანი დარჩა.
   საარსებო შემწეობა--- (2012წელი.1-ლი კვარტალი: 33,311,786 ლ; 398,954 ბენეფიციარი/საშუალოდ; მე-2 კვარტალი: 33,806,428ლ; 414,415 ბენეფიციარი/საშუალოდ; მე-3 კვარტალი: 35,326,948 ლ; 443,107 ბენეფიციარი/საშუალოდ. ოქტომბერი: 12,446,007 ლ; 472,093 ბენეფიციარი/საშუალოდ ;)  სულ 2012 წლის იანვარ-ოქტომბერი: 114,891,168 ლ; 424,152 ბენეფიციარი(საშუალოს საშუალო.)
  საყოფაცხოვრებო სუფსიდია---(2012წელი. 1-ლი კვარტალი: 4,436,409ლ; 71,925 ბენეფიციარი/საშუალოდ; მე-2 კვარტალი: 4,368,743ლ; 70,918 ბენეფიციარი/საშუალოდ; მე-3 კვარტალი: 3,611,196ლ; 59,850 ბენეფიციარი/საშუალოდ; ოქტომბერი: 729,391ლ; 39,229 ბენეფიციარი/საშუალოდ) სულ 2012 წლის იანვარ-თებერვალი: 114,891,168 ლ; 424,152ბენეფიციარი ( საშუალოს საშუალო)







  

No comments:

Post a Comment