Monday, November 12, 2012

რწმენების სამყაროში...

 
    პოსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ რელიგიას უკავშირდება, უფრო სწორედ ჩემი თვალით დანახულ "ქართველ მორწმუნეებს" და ნაწილობრივ "ქართულ რელიგიურ ცნობიერებას".  უკვე დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე დავწერო, არვიცი ის განსაკუთრებით ჩემ გარშემოა აქტუალური თუ უბრალოდ მე ვლაპარაკობ ხშირად მასზე, მაგრამ მაინც მგონია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ქართულ სოციუმში ძალიან საინტერესო "რწმენებთან" და "რელიგიურ    შეხედულებებთან" გვაქვს საქმე. პოსტში გამოთქმული შეხედულებები არანაირად არ ისახავს მიზნად ვინმეს რელიგიური გრძნობების და შეხედულებების შეურაცხყოფას.არ ეყრდნობა არანაირ კვლევას, არამედ პირად მოსაზრებებს და გამოცდილებას.
     რელიგიის დეფინიციის გახსენებით, ჩემი და თქვენი აზროვნების პროცესი გარკვეული მიმართულებით წარიმართება... რელიგია ეს არის განსაკუთრებულ შეხედულებათა სისტემა(რელიგიური ცნობიერება), მოქმედებათა(რელიგიური კულტი) და შესაბამის დაწესებულებათა (რელიგიური ორგანიზაციები) ერთობლიობა,რომელიც დაკავშირებულია ზებუნებრივის რწმენასთან.(უფრო ვრცლად პროფესორ ოთარ გაბიძაშვილის წიგნი,რელიგიათმცოდნეობა, თბ,2002).
 ზოგადად რელიგიის ფუნქციებსა და დანიშნულებაზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება როგორც სხვადასხვა მეცნიერების ისე სხვადასხვა რელიგიის გადმოსახედიდან.თუმცა მე მაინც განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი,რომ რელიგია უნდა ასაზრისიანებდეს და აწესრიგებდეს ადამიანთა ცხოვრებას, უნდა იყოს განსაკუთრებული სოციალური ფუნქციების მატარებელი ინსტიტუტი და ამასთანავე (ყველანაირი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად) თითოეული ადამიანის"პირადი საქმე"(ამ უკანასკნელის ამგვარად აღქმა, ვგონებ, რომ გვიჭირს ქართველობას!).
   ზოგადად არ მხიბლავს კლასიფიკაციები და ადამიანთა გარკვეულ კატეგორიებში გაერთიანება, თუმცა დღევანდელ ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიან მორწმუნეებს, მაინც მივაკუთვნებდი გარკვეულ კატეგორიებს ( ეს დაყოფა პირობითია და, რა თქმა უნდა არასრული) :

1) მორწმუნეები, რომლებსაც სწამთ და აქტიურად მისდევენ ეკლესიურ ცხოვრებას- აღნიშნულმა მორწმუნეებმა კარგად იციან წმინდა წერილები, აქვთ გარკვეული თეოლოგიური ცოდნა,კითხულობენ რელიგიურ ლიტერატურას და მართლმადიდებლურ მრწამსს საკუთარ რელიგიურ ფილოსოფიად მიიჩნევენ,როგორც გაშინაგნებულ და ურყევ პიროვნულ ფენომენს. მათ ხშირად აერთიანებენ ხოლმე მორწმუნეებში, რომელთა რწმენაც ჯერ კიდევ "ფორმირების პროცესშია"(ფორმირების პროცესს დავარქმევ რადგან,როდესაც ადამიანი ეკლესიში დადის "გაუაზრებლად",მისი რელიგიური ცნობიერება სწორედაც რომ ჩამოყალიბების პროცესშია) .ეს ხდება განსაკუთრებით იმ ადამიანების მიერ,რომელნიც   დღეს ეკლესიაში მოსიარულეთ "მოდის მიმდევრებად"თვლის.
2) მორწმუნეები, რომლებსაც სწამთ, მაგრამ მართლმადიდებლური რელიგიის დღემდე განუყოფელ ნაწილად მიჩნეული ეკლესია  მისი დღევანდელი შემადგენლობით და ორგანიზაციის ამ ფორმით მიუღებელია- განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალური გახდა მორწმუნეთა ეს კატეგორია.ეს ადამიანები აღიარებენ ღმერთის არსებობას,ჩემთვის ბუნდოვანია რამდენად ენდობიან წმინდა წერილის  მამებისეულ ინტერპრეტაციას და ეკლესიურ დოგმატებს (სავარაუდოდ არ/ვერ ან ნაწილობრივ ენდობიან) თუმცა გადაჭრით აღნიშნავენ, რომ მათ მღვდელი და ეკლესია არ ესაჭიროებათ ღმერთთან საურთიერთობოდ. ეკლესია, დღევანდელი მდგომარეობით არის ინსტიტუცია, რომელიც ბევრ საეჭვო კითხვას ბადებს და თავისი "არაგამჭვირველეობით" საფრთხესაც კი უქმნის საზოგადოებას.
3)მორწმუნეები, რომლებიც თვლიან რომ სწამთ,ეკლესიაში დადიან, მაგრამ საზოგადოების ნაწილს მათი "ღვთისმოსაობის"არ სჯერა-ეს მესამე კატეგორია ამ ბოლო დროს "განტევების ვაცი"გახდა, მათზე ყოველთვის ხელს იშვერენ სკეპტიკოსნი, რადგან ეკლესიაში სიარულის პარალელურად  ვერ ამჩნევენ "ეკლესიის პოზიტიურ ზეგავლენას" მათზე. ხშირად მოისმენთ მორწმუნეთა ამ კატეგორიაზე/მის წარმომადგენლებზე- " აკეთებს იმას, რასაც ეწინაარმდეგება, თვითონ სცოდავს იმას რისი შეცოდებისგან თავდაცვასაც მე მასწავლის"

4) "რწმენასა" და "ურწმუნოებას" შორის გაურკვეველნი - ვინც ამბობენ, რომ  სწამთ თუმცა "სიღრმეებში შესვლის ეშინიათ", ეშინით, რომ კითხვებზე პასუხებს ვერ იპოვიან და ეს მათ რწმენას შეარყევს. მორწმუნეთა ეს კატეგორია  საზოგადოებრივი მღელვარებისას და კამათისას ძირითადად დუმს. 
5) ათეისტები-მათი  მსოფლმხედველობა უარყოფს ღმერთის,ღვთაებებისა და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. არმინდა ყველა ერთ კატეგორიაში გავაერთიანო, თუმცა მაინც მგონია,რომ დღეს ბევრად მეტს გონია თავი  ათეისტი ვიდრე სინამდვილეში არიან. მგონია,რომ ძალიან ცოტაა "ნამდვილი ათეისტი" და უფრო მეტი ფსევდო-ათეისტი.
   სულ ეს იყო...
     
       
   




   
   

No comments:

Post a Comment