Saturday, October 13, 2012

D I S C R I M I N A T I O N !


   დისკრიმინაცია- ცნება, რომელიც საკმაოდ ხშორად გაისმის მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში. იგი ლათინური სიტყვაა (discrimination) და განსხავებას ნიშნავს.ფართო დეფინიცია კი ამბობს, რომ ეს არის „ცალკეული პირების,ჯგუფების ან რომელიმე ერთობისათვის თანაბარი სოციალური,პოლიტიკური ან ეკონომიკური პირობების არარსებობა.“ „დისკრიმინაცია ეს არის რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული,ცალკეული პირების,ჯგუფების უფლებების შეზღუდვის ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა,რომელიც ფიზიკურ  და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაში გამოიხატება“ (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი-დისკრიმინაცია)
      ასხვავებენ  „დე ფაქტო“ და „დე იურე“ ,ასევე პოზიტიურ და ნეგატიურ დისკრიმინაციებს. “დე ფაქტო“ დისკრიმინაცია არის საზოგადოების  გაბატონებული ფენის მიერ უმცირესობის დისკრიმინაცია, რომელიც უფრო საზოგადოებრივ ნორმებსა და მოპყრობაში გამოიხატება,ხოლო “დე იურე“ სამართლებრივ დონეზე მოქმედებს და მისი აღმოფხვრა კანონმდებლობის შეცვლის საშუალებითაა შესაძლებელი.რაც შეეხება პოზიტიურ დისკრიმინაციას, ეს არის როდესაც საზოგადოებაში იურიდიულად მარგინალიზებული ჯგუფებისათვის ხდება საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის ხელმისაწვდომობა,სწორედ მათი მადისკრიმინირებელი ფაქტების, ტერმინების  გამოყენებით (მაგალითად „შავკანიანი“).ხოლო ნეგატიური დისკრიმინაცია კი დისკრიმინაციის ის ფორმაა,რომელსაც ყველანაირად საზიანო შედეგი მოაქვს პიროვნებებისა და საზოგადოებებიათვის
    .სოციალურ გარემოში დისკრიმინაციის სხვადასხვა „სფეროები“ შეიძლება გამოვყოთ,მაგალითად რასობრივი დისკრიმინაცია,სექსიზმი,ეიჯიზმი,ეთნიკური დისკრიმინაცია,დისკრიმინაცია  ადამიანის ფიზიკურად დაავადების , პირადი შეხედულებების, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის გამო და ა.შ. ასევე, ჩემი აზრით , დისკრიმინაციას განიცდიან  განსხვავებულობის მქონე ადამიანები,რომლებიც რაღაცით გამორჩეულნი არიან  და არ ჰგვანან საზოგადოების უმრავლესობას.
     როგორც ჩანს,კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დისკრიმინაცია საკმაოდ ფესვგადგმული და ისტორიულ-კულტურულად ჩამოყალიბებული მოვლენაა.მაგალითად ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არსებობდა ადამიანთა დევნის ფაქტები მრწამსის ან რელიგიის საფუძველზე,რასაც საბოლოო ჯამში მრავალწლიან ომებამდე,გადასახლებებამდე და ინკვიზიციამდე მიყავდა საზოგადოებები,ახალი და პროვოცირებული სოციალური პრობლემების დასაწყისამდე...უახლოეს წარსულშიც სრულიად ღიად ხდებოდა ადამიანთა კონკრეტული ჯგუფების დისკრიმინირება, მაგალითისთვის გერმანიაში ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმისას სექსუალური უმცირესობების,ეთნიკური ებრაელების და ბოშების მაგალითიც კმარა,რომელთაც თავიანთ თავზე გამოსცადეს უდიდესი ფიზიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური სტრესი.თუმც დისკრიმინირება ასე ღიად როდი ხდება ყოველთვის, ხშირად ეს საკითხი შეუმჩნეველი და არააქტუალურია,თუმცა  თავისი გრძელვადიანი შედეგები პიროვნებათა ცხოვრებაში აუცილებლად მოაქვს.  დისკრიმინაციაგანცდილ ადამიანებს უვითარდებათ  (ან ახორციელებენ ) არასრულფასოვნების კომპლექსი, დაბალი თვითშეფასება,ემოციური დაძაბულობა, პესიმიზმი,აგრესიულობის და აღგზნებადობის მომატება,ტრანსფერული ან პირდაპირი ძალადობა,სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაავადებები და ა.შ დისკრიმინაციის ბუნებიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია მასთან ბრძოლა,განსაკუთრებით როდესაც საქმე გვაქვს „დე ფაქტო“ დისკრიმინაციასთან,სადაც ბრძოლა  ადამიანთა ცნობიერების დონეზე ხდება. ხშირია როდესაც სხვადასხვა კულტურებში  დისკრიმინაციული აზრები ადამიანთა“ ღირებულებად“ და პიროვნების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული,და მათთან ბრძოლა საკმაოდ დიდ დროს,ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს.თუკი ადამიანს თავად არ სურს დისკრიმინაციულ აზრებთან ბრძოლა, თუ არ გამოხატა ამისათვის მზაობა, ცვლილება ვერ  მოხდება.თავის მხრივ კი  როდესაც დისკრიმინაციას განიცდიან მათში ეს ცვლილების საფუძველი ხდება,ხშირ შემთხვევაში ნეგატიური ცვლილების საფუძველი.
       დისკრიმინაცია უცხო ხილი არც ქართული საზოგადოებისთვისაა. მსგავსი მაგალითები ჩვენს საზოგადოებაშიც ხშირია უბრალოდ ისევდაისევ  კულტურიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად აღიქმება. მაგალითად  რომელიმე სუბკულტურის ან განსხვავებული რელიგიური გაერთიანების, ეთნიკური  და სექსუალური უმცირესობების წევრები,ძალადობაგანცდილი ქალები,უსახლკარო ბავშვები,სამუშაოს მაძიებლები,დასაქმებულები,სექსმუშაკები და ა.შ  ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, თუმცა მხოლოდ ეს ჯგუფები როდია. უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში ამათუიმ საკითხთან დაკავშირებულ სტიგმებთან და ინფორმაციის ნაკლებობასთან ბრძოლა. (ინფორმაციის ნაკლებობა_რაც  უნებურად გვაქცევს ხოლმე დისკრიმინაციის განმხორციელებელად...)
   დისკრიმინაციის რომელიმე სახე შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა განიცადოს,და უნებურად ან გააზრებულად თავადაც იყვეს მოქმედი.ასე რომ დისკრიმინაციის არგანხორციელება და არგამოვლენა პირად პასუხისმგებლობამდე დადის,თუკი ნებისმიერ საზოგადოებაში მის ყველა წევრს ექნება გააზრებული,რომ  ფუნდამენტური ღირებულება არის თანასწორობა, სხვისი შეხედულებების და აზრების პატივისცემა(და სავალდებულო არაა გაზიარება) მაშინ დისკრიმინაციაც შესუსტდება და მისგან გამოწვეული ბევრი პრობლემაც მოიხსნება...





No comments:

Post a Comment