Friday, March 22, 2013

ასე მოგვდის ლაზღანდარებს, პირველი გასაუბრებისას!



იფიქრე და იმოქმედე!

ორიოდე დღის წინ გასაუბრებაზე გახლდით იუსტიციის სამინისტროში, "სსიპ დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების განვითარების ცენტრის" მიერ გამოცხადებული უმცროსი სოციალური მუშაკის ვაკანსიის დასაკავებლად.
  გასაუბრება ვერ გავიარე...
  თუმცა, იცოცხლე გამოცდილებად ღირდა...
  იქნებ, ჩემი ბლოგის მკითხველებსაც გამოგადგეთ, ჩემი გმირობა-ვაჟკაცობის ამბავი:)თუარადა მე მაინც მექნება პირად ჩანაწერად, რომელსაც ყოველთვის გადავიკითხავ სანამ რაიმეს გადავწყვეტ.
 გასაუბრებაზე ბევრჯერ ვყოფილვარ და არც არასდროს დავბნეულვარ,მიუხედავად იმისა,რომ ზოგადი დაბნეულობა მახასიათებს, განსაკუთრებით როცა სომატური რეაქციები მიაქტიურდება და ჩემი ლოყები "თურაშაულის ვაშლს" ემსგავსება:დ...მაგრამ ამ შემთხვევაში
 სრულიად სხვაგვარად მოხდა, ალბათ იმიტომაცრომ საქმე არა რომელიმე პროექტს, არამედ პირველ სამსახურს ეხებოდა!





      შეცდომა 1: არასოდეს წახვიდეთ გასაუბრებაზე პესიმისტური განწყობით. მე ასე
                              წავედი! + საჭიროა ძლიერი მოტივაცია!
      შეცდომა 2: სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები, უნარები და მიღებული
                            ცოდნა. მე დაბნეულობისა თუ ნერვიულობის გამო (რაც არ მეტყობოდა)
                           ყველა "სოც.მუშაკური ტერმინი" და ყველანაირი ინფორმაცია დამავიწყდა
                           რაც წინა დღეებში მოვიძიე. თუკი ჟიურის სახით ვიმსჯელებთ, ამან ჩემი
                            ქულები დაწია.
      შეცდომა 3: "გაუფრთხილდით" და მოზომეთ თქვენი სხეულის ენა! ისეთი 
                           " ჩაკეტილი პოზები" და  "ღიმილიანი დაბნეულობა" მეწერა სახეზე, იქვე
                            დამთავრდა ყველაფერი.
      შეცდომა 4: შეეცადეთ არ წამოგცდეთ სისულელე! სჯობს საერთოდ არაფერი თქვათ!
                             მაგალითად, ისეთი მესამე კურსის სტუდენტისთვის, როგორიც მე ვარ
                            "ფორმალური უწყება"განიმარტება, როგორც "მკაცრი".( თან მეცინება,
                             რომ ვიხსენებ:)
      შეცდომა 5: განწყობა "ზომიერად პოზიტიური"! მე იმდენი ვიხალისე შესვლამდე,
                            გეგონებოდათდედამ ცირკის არენასთან, პირველ რიგში დამსვა
                            გონიერი  სპილოების ბალეტის სანახავად:        
   აწი შეცდომებს რა მოსთვლის... თუმცა სულაც არ დამწყვეტია გული, პირიქით მიხარია, რომ გამოცდილება მივიღე, რომელსაც მომავალში გამოვიყენებ. სულ იღბლიან გასაუბრებებსა და  რათქმაუნდა სამსახურის შოვნას გისურვებთ!
 წარმატებები! :)




2 comments:

  1. მხოლოდ ტერმინები არ განსაზღვრავენ მოტივაციას, უნარების შესაბამისობის დონეს ვაკანსიასთან და ა.შ. შესვლამდე რაც ხდება, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია როგორ მოიქცევი პროცესში. ჩემი პოსტი ბევრს დაეხმარა, შეგიძლია შენც გაეცნო და გაითვალისწინო
    http://gijmaj.wordpress.com/2011/01/04/interview/

    ReplyDelete
  2. მე არც მითქვამს, რომ მოტივაცია მხოლოდ უნარების შესაბამისობამ ან "ტერმინებმა" გადამიწყვიტა ან წყვეტს... არ დაგეთანხმები რომ განწყობას და წინასწარ შექმნილ ემოციას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა. შეიძლება რამე ზოგადი მოდელი არსებობს "წარმატებული გასაუბრების", მაგრამ მე მაინც ინდივიდუალური მიდგომის მომხრე ვარ:) შენ პოსტს აუცილებლად ვნახავ, მადლობა:)

    ReplyDelete