Sunday, March 24, 2013

გ ო გ ი ტ ა! გო - გი - ტა! გოგიტა!


რა მოხდა მოკვდა? 


ტრაგედია უგმიროდო...


ყველა ბავშვი ყველას ბავშვია...


ბავშვები კვდებიან შიმშილითო...


სიცოცხლე უდრის ქულას?

...გოგიტასთვის ამას აზრი აქვს?
...როცა შიოდა მაშინ გვესმოდა მისი ტირილი?
...აუცილებლად უნდა დაღუპულიყო, რომ სხვა ბავშვების ტირილიც გაგვეგო?
...ან კი ეხლა გვესმის სხვა პატარების ტირილი?


...ეხლა საბავშვო "ამინისტიას" მოვაწყობთ და 100 ან 200 ლარიანი კვების  ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფის  ვაუჩერს "ვუწყალობებთ"?
...მანამდე არც თვალი გვაქვს და არც ყური, არც შეგრძნებები და არც თითო-ოროლა გონივრული აზრი, რაც ფატალურ შედეგებს აგვაცილებინებდა (აგვაცილებინებს).
 ...ამ ტრაგედიამ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი სხვადასხვა პროტესტის ფორმამდე მიიყვანა და ყველა ეს "პროტესტანტი" მხსნელსაც და დამნაშავესაც ადვილად პოულობს...
...სინამდვილეში  დამნაშავე?
...დედა?
...მამა?
...სოფლის მოსახლეობა?
... სააკაშვილის მთავრობა?
...მილიარდერი პრემიერი და "ქართული ოცნება"
     თუ
... "პაჯეროიანი მღვდლები"?
    ან
 ...სულაც უსულო "სახელმწიფო ბიუჯეტი", რომელმაც გოგიტა,  როგორც "სუბსიდიის მიმღები პირი"  არ გაითვალისწინა....

იქნებ საკითხი სხვანაირად დავსვათ...
 -იქნებ დამნაშავე მე ვარ?
 -ჩემით დავიწყოთ...
 -იქნებ შენ ხარ?
-არა შენ როგორ იქნები...
...ღირსება მაშინ გაქვს, როცა შენს გვერძე, "ყოფისგან დამცირებულ" ადამიანს ხედავ და მისი ღირსებისთვისაც ისევე იბრძვი, როგორც საკუთარისთვის...
... დროა "ჩვენთან" და ჩვენშიც ამუშავდეს "შეცდომებზე სწავლის თეორია"!
... არ მეთანხმებით?








No comments:

Post a Comment