Friday, May 17, 2013

ჩვენ სულ-გულიანები...( 17მაისი და ფობია - რომელიც გვეამაყება)




 
17 მაისი...

2013 წელი...

თბილისი...

ჰომოფობიასა (უსაფუძვლო შიში, განდგომა ან დისკრიმინაცია ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალისტთა მიმართ) და ტრანსფობიასთან (შიში/უარყოფითი  დამოკიდებულება ტრანსსექსუალების (როდესაც ადამიანების ბიოლოგიური        სქესი და გენდერული იდენტობა ერთმანეთს არ ემთხვევა) მიმართ) ბრძოლის საერთაშორისო დღე...


"შიშებთან ბრძოლის დღე", რომელიც ჩვენ ადამიანებთან ბრძოლის დღედ ვაქციეთ...

"უმრავლესობის უფლებების დაცვის" (პატრიარქის მოწოდებიდან)  სანაცვლოდ უმრავლესობის ძალაუფლების დემონსტრირება... 

ცემა, ძალადობა, ფსევდო ვაჟკაცობა, ფსევდო მართლმადიდებლობა/ქრისტიანობა, დოგმატებისა და ღვთის მცნებების რღვევა...

 ღირებულება - ადამიანი: დავიწყებული, ფეხქვეშგათელილი...
 ღირებულება - ტოლერანტი ქართველი: გამოაშკარავებული...
ღირებულება  - განათლება: მართლაცდა მსოფლიო სტატისტიკის რეიტინგში ბოლო რიგები გვეკუთვნის...
ღირებულება - ?

ქართული კონფლიქტის მოგვარების ტრადიციული გზა-მუშტები, სტრატეგია: მოგება-წაგება (შესაბამისად, აუცილებლად "მოგებული" და "წაგებული").

მე თვენ "კაბას" პატივს ვცემ, მე ის მიცავს, მაძლიერებს, მაგრამ 17 მაისს მცემეთ:(

მინდა მჯეროდეს, რომ ეს ბოლო ძალადობაა იმ ადგილებზე და იმ მიწაზე, სადაც მე მგონია, რომ თავისუფალ ადამიანად ვიზრდები, იმ სოციუმში სადაც მგონია, რომ ღირებულებები საბოლოოდ არ დაკარგავენ "ღირებულის" შინაარსს და სადაც მომავლის იმედი ჯერ კიდევ არსებობს...

                                                                                ფოტო: გოგიტა გოგუა
                                                                                 
                                                                                     18.05.13     03:37


1 comment:

  1. საშინელებაა პირდაპირ, როდესაც მამაო მოგიწოდებს აგრესიისკენ და მთელი პათოსით გაჰყვის: “მოკალით, დახოცეთ”. არ მიკვირს, რომ უფროს თაობას ქართველობის დაცვა, ჰომოსექსუალების დაჩაგვრა ჰგონია, რადგან ისინი საბჭოთა კავშირში გაიზარდნენ, მაგრამ საიდან აქვთ ამხელა აგრესია ახალგაზრდებს, რომლებიც სტალინის გაცოცხლებას ითხოვენ რამის? რატომ უნდა მოგინდეს 17 წლის ბიჭს, ჩაკლა უმცირეობის წარმომადგენლები? ძალიან დიდი ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გვაქვს საქმე

    ReplyDelete